საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.
საქართველოში გიორგობას ორჯერ, 6 მაისსა და 23 ნოემბერს აღნიშნავენ. ეკლესია წმინდა გიორგის მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა, მოგზაურთა მფარველად მიიჩნევს.
წმინდა გიორგი კაპადოკიაში, III საუკუნის მეორე ნახევარში, დიდგვაროვნების ოჯახში დაიბადა. რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის დროს იგი მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ წმინდანი იმპერატორს განუდგა.
რომის იმპერატორმა მას ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ქრისტიანობისთვის ეწამა. სხვადასხვა სატანჯველს შორის, ის ბორბალზეც გააკრეს. 303 წელს წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს.