Digest Logo

დღეს ჰაერის ტემპერატურამ შეიძლება 38 გრადუსსაც გადააჭარბოს - ამინდის პროგნოზი

1624826462
შემოდგომის ამინდის პროგნოზი

28 ივნისიდან 1-ლი ივლისის ჩათვლით, საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ბოლო პერიოდის მაქსიმუმს მიაღწევს - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, 28 ივნისიდან 1-ელ ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ ცალკეულ დღეებში შესაძლებელია, 38 გრადუსს გადააჭარბოს.

მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა.