Digest Logo

დღეს პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გაიმართება

1638941226
აქცია

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დღეიდან აქციებს სამოქალაქო პლატფორმა იწყებს. 

აქციის მონაწილეები ორბელიანის სასახლესთან, 14:00 საათზე შეიკრიბება. მოქალაქეები სალომე ზურაბიშვილს შეახსენებენ, რომ სამოქალაქო დაპირისპირებისა და პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულების ბერკეტი მის ხელშია.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ ეროვნული შერიგების მისაღწევად საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა მესამე პრეზიდენტი შეიწყალოს.

მათი თქმით, შერიგება მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების და პოლიტიკური დევნის დასრულების გარეშე ვერ მოხერხდება.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.