Digest Logo

დღეს პუტინის იუბილეა - ქართველი პოლიტიკოსების „კეთილი“ სურვილები

1602069062
პუტინი და პოლიტიკოსები

1952 წლის 7 ოქტომბერი, ლენინგრადი.... ბიჭი დაიბადა, ვლადიმერი დაარქვეს. ის ოჯახში მესამე ბიჭი იყო, თუმცა ძმები დაბადებამდე გარდაეცვალა.

1999 წელს, როდესაც ბორის ელცინმა პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მისი ადგილი ვლადიმერმა დაიკავა და დღემდე არ თმობს.

დიახ, დღეს ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეა.

ქართველების დიდი ნაწილი პუტინსა და მის ოჯახს მოკითხვას ყოველ დღე უგზავნის, მაგრამ დაბადების დღეზე მის ხსენებას, სულ სხვა ხიბლი აქვს.

„დაიჯესტი“ გთავაზობთ ქართველი პოლიტიკოსების მილოცვების სერიას.

ალეკო ელისაშვილი

„რაც კი დედამიწაზე ჯოჯოხეთური ამბებია ყველაფერს ვუსურვებდი".

იაგო ხვიჩია

„მე ის კაცი არ ვარ პუტინს ვაგინო, მაგრამ სინამდვილეში მაგას ვფიქრობ... იმას ვუსურვებ, რასაც ჯანსაღად მოაზროვნე ქართველი ხალხის ნაწილი, მაგრამ ახლა კორექტული ვიქნები... ამიტომ ასე ვიტყვი - ვუსურვებ, როგორც პრეზიდენტს ვადა ბოლომდე არ გაეტარებინოს"

ზურაბ ჯაფარიძე

„ვლადიმერ პუტინს არაფერ კარგს არ ვუსურვებდი. პუტინს მმართველობის მალე დამთავრებას“

გიორგი გუგავა

„რუს ხალხს ვუსურვებდი პუტინისგან გათავისუფლებას, ხოლო კონკრეტულად პუტინს, ვუსურვებ, რომ მალე დაეტოვებინოს თანამდებობა,“

გიგა მაქარაშვილი

„მაგის დედა მოვ@@ან. ჩემი ფეისბუკ გვერდიდანაც მივულოცე „დღეს იუბილარია ეს დედამ@@@ული!
ამის ჩაძაღლებას მომასწარ ღმერთო და სალომე ზურაბიშვილს დაგიკლავ!“