ბიძინა ივანიშვილმა ანზორ ერქომაიშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.
„უდიდესი დანაკლისი განიცადა საქართველომ - ჩვენ დაგვტოვა დიდმა მამულიშვილმა, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულმა გამორჩეულმა შემოქმედმა, ანზორ ერქომაიშვილმა.
ის ემსახურებოდა თითოეული ქართველისთვის ყველაზე ფასეულს - ჩვენს უნიკალურ კულტურას, ქართული პოლიფონიური მუსიკის გადარჩენის, აღდგენისა და მსოფლიოში ამ საგანძურის გატანის საქმეს.
მე და ჩემმა ოჯახმა დავკარგეთ გულითადი მეგობარი, რომელიც ყოველთვის მაგალითი იყო ჩვენთვის, თუ როგორ უნდა ემსახურო შენს ხალხსა და ქვეყანას. ვიზიარებ ამ დიდ ტკივილს და ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, მთელ საქართველოს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ინფორმაციისთვის, ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა.