თბილისში, ვერაზე იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე 20 წლის ნიკა კვარაცხელია დაჭრეს. დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.
ექიმის თქმით, ახალგაზრდას სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აქვს და მისი სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი კეთდება.
„პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის ძალიან მძიმე. კეთდება ყველაფერი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. აქვს მუცლის, გულ-მკერდის, ზურგის არეში მრავლობითი ჭრილობები, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული. დაზიანებულია შინაგანი ორგანოებიც“, - ამბობს ექიმი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სამართლის კოდექსის ორი, განზრახ მკვლელობის მცდელობისა (19-108-ე) და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის (236-ე) მუხლით დაიწყო.