Digest Logo

ელენე ხოშტარია: „ციხე გატრუხდა“, შალვა რამიშვილი: „აბა მიშას ჰკითხე“

1641981778
„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი

„ციხე გატრუხდა“ - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „დროა“- ს ლიდერი ელენე ხოშტარია ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ელენე ხოშტარიას ფეისბუკპოსტს ჟურნალისტი შალვა რამიშვილი ეხმიანება. „აბა მიშას ჰკითხე“, - წერს იქვე შალვა რამიშვილი.


შეგახსენებთ, რომ გამოძიება ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს გამოძიება ფულის გათეთრებას, ავთანდილ წერეთელს კი მათ დახმარებას ედავებოდა.

საქმის ფიგურანტები პროცესს პოლიტიკურ დევნას უწოდებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ გამოძიებას მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები არ ჰქონდა, გარდა ამისა, საქმეს არ ჰყავს კონკრეტული დაზარალებული. 

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარუდგინეს.