ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალშია.
90 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა სპორტსმენმა ისრაელის წარმომადგენელი ლი კოხმანი დაამარცხა.
ქართველი მოქმედი ევროპის ჩემპიონია. ლაშა მერვედფინალში ისრაელის წარმომადგენელ ლი კოჩმანს შეხვდა და მეტოქე სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.
პირველ წრეში ბექაური პოლონელ კუჩერას შეხვდა და მოწინააღმდეგის სუფთა გამარჯვებით დასამარცხებლად ორი წუთიც არ დასჭირვებია.