Digest Logo

ეროვნული ბანკი მომხმარებელს აფრთხილებს

1634748064
ეროვნული ბანკი

„დღეს დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოქალაქეებს საქართველოს ეროვნული ბანკის სახელით უცნობი პირები დაუკავშირდნენ და მათ მიერ განხორციელებული საბარათე ტრანსაქციებით დაინტერესდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში კი ბარათის ნომრის გაზიარება ითხოვეს“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი.

ეროვნული ბანკი შესაძლო თაღლითობის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს და მოუწოდებს მათ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ.

„გვსურს გავაფრთხილოთ მომხმარებლები, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არ ხორციელდება მომხმარებლის საბარათე მონაცემების მოთხოვნა. ამასთან, ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი მიმართავს შესაბამის ორგანოებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ საკუთარი პერსონალური თუ საბანკო ინფორმაციის მოპყრობისას და არ გაუზიარონ ის მესამე პირებს, მაშინაც კი, როდესაც მსგავსი მოთხოვნა თითქოს ლეგიტიმური ორგანიზაციებიდან მოდის.

ნებისმიერი ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელი უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული მოთხოვნის საფუძველი ლეგიტიმურია.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზს - 2 406 406.

საფინანსო სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოებისადმი ცნობიერების ამაღლება საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით არაერთი პროექტი უკვე განახორციელა. აღსანიშნავია, რომ

ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო ტრადიციას უერთდება და წელს პირველად კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების ერთობლივ კამპანიას იწყებს და კიბერცნობიერების ამაღლების თვესთან დაკავშირებულ აქტივობებს ფინანსური განათლების პორტალ ფინ ედუს (www.finedu.gov.ge) და კომერციულ სექტორთან ერთად მთელი თვის განმავლობაში განახორციელებს“, - ნათქვამია განცხადებაში.