Digest Logo

„ერთი შეხედვით წესიერი კაცი გეი აღმოჩნდა“ – ვინ არის ცნობილი მსახიობის მკვლელობაში მსჯავრდადებული ქართველი, რომელმაც ქართველი თანამესაკნე მოკლა

1624805589
ბრალდებული

43 წლის ქართველმა დავით მურტინელმა, რომელიც საბერძნეთის ციხეში სასჯელს ცნობილი ბერძენი მსახიობის მკვლელობისთვის იხდის, მეორე ქართველი პატიმარი ცივი იარაღით მოკლა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველ პატიმრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დავით მურტინელს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, მანამდე, პირველმა ინსტანციამ მას სასჯელის ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ამან მთელი საბერძნეთი აღაშფოთა.

გარდაცვლილი ქართველი პატიმარი კი 15-წლიან სასჯელს იხდიდა და საპატიმროს 2 წელიწადში დატოვებდა. 

 


 

სააპელაციო სასამართლოში მურტინელი სასჯელის შემსუბუქებას ითხოვდა და ირწმუნებოდა, რომ მას სინამდვილეში განზრახ არ უნდოდა ბერძენი ვარსკვლავის მოკვლა – უბრალოდ დანის მუქარით მცირე თანხის აღება უნდოდა, თუმცა ამაზე სერგიანოპულოსის რეაქცია არა ადეკვატური იყო. მურტინელი ირწმუნებოდა, რომ მსახიობი მას ჯერ შეეწინააღმდეგა, შემდეგ კი ინტიმური კავშირის დამყარება მოინდომა.

როგორც აღმოჩნდა ბრალდებული მსახიობის სახლში, ამის დადგენა სასამართლომ თავიდან ვერ შეძლო. ის ცდილობდა, დაერწმუნებინა მსაჯულები, რომ უბრალო ტურისტი იყო და როცა ათენის ქუჩებში დასეირნობდა, სწორედ მაშინ მასთან მივიდა ცნობილი მსახიობი და საკუთარ სახლში სტუმრად მიიპატიჟა.

ეს ნაამბობი სასამართლოსთვის დამაჯერებელი არ აღმოჩნდა, მისმა განცხადებამ კი – „როგორ წარმოვიდგენდი, ერთი შეხედვით წესიერი კაცი, ნამდვილი გეი აღმოჩნდებოდა“-ო, დარბაზი გააცინა, რადგან მთელ საბერძნეთში ნიკოს სერგიანოპულოსი ცნობილი იყო, როგორც გამოუსწორებელი მექალთანე.

მკვლელობამდე 2 კვირით ადრე ათენში სექსუალური უმცირესობის აღლუმი გაიმართა. ამიტომაც, ბერძნულ მედიაში გაჩნდა მოსაზრება, რომ ცნობილი მსახიობის მკვლელობა ქართველს სწორედ ამ აღლუმის ორგანიზატორებმა დაუკვეთეს და მკვლელობის მოტივიც წინასწარ ასე განისაზღვრა.

დავით მურტინელმა მოსამართლეებს წარუდგინა ცოლისგან გამოგზავნილი წერილი, სადაც ქალი წერდა, რომ ქვეყანაში ფული არ არის. ამიტომაც, ბრალდებული ირწმუნებოდა, რომ მას უბრალოდ „ფულის შოვნა უნდოდა და სექსუალური მანიაკის მსხვერპლი გახდა“.

სასამართლომ მოუსმინა ბრალდებულის პოზიციას, მაგრამ ამის მიუხედავად ექვსმა მოსამართლემ ერთის წინააღმდეგ, მურთინელი დამნაშავედ ცნო.

სასამართლომ დაადგინა, რომ ქართველმა, მკვლელობა აბსოლუტურად მშვიდ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩაიდინა. სამუდამო პატიმრობის გარდა, მურთინელს მსახიობის სახლიდან ფულისა და კომპიუტერის მოპარვისთვის დამატებით 10 თვე მიუსაჯეს. ამასთანავე, სასამართლომ გააუქმა სასჯელი, რომელიც მას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების და ქვეყანაში უკანონოდ შესვლის გამო ჰქონდა მისჯილი.

ინფორმაციისთვის, სერგიანოპულოსი ბერძნული თეატრის და კინოს მსახიობი იყო. 2008 წლის 4 ივნისს ის საკუთარ ბინაში მკვდარი იპოვეს. მკვლელმა მას გულში, ყელში და ფილტვებში 21 ჭრილობა მიაყენა. დანაშაულის ადგილას მკვლელობის იარაღი, დანა იპოვეს.