Digest Logo

„ეს იყო სულში ჩაფურთხება და ლექსოს მეორედ სიკვდილი, ფონიჭალაში იყო-ო“ - მირანდა ბაღათურია

1626013593
მირანდა ბაღათურია

ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, ლაშა ლაშქარავამ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულში, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მას ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტს გულისხმობს.

აგრეთვე, უწყებამ გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ განიხილება ნარკოტიკების მოხმარება და ზედოზირება.

ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია სწორედ შსს-ს განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამით ლექსო მეორედ მოკლეს.

„აი ხომ მკვდარი ვარ, ლექსო ხომ აღარაა, მაგრამ, ახლა ბრიფინგზე, რაც გავიგე ეს იყო სულში ჩაფურთხება და ლექსოს მეორედ სიკვდილი, ფონიჭალაში იყო-ო და მარკეტის ვიდეო-კადრები გამოაჭენეს. რა ზედოზირება ხალხნო, რა ზედოზირება, რომ დაელია რომც მიეღო, ჰემატომები ჰქონდა ნახევრად ჩამსხვრეული სახით, იმდენ მორფს იღებდა საავადმყოფოში და მაინც ვერ უყუჩებდნენ ტკივილს, მოკლა დაზიანებებმა, რომელიც ჰქონდა,“ – წერს მირანდა ბაღათურია.