Digest Logo

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება

1625990328
ოპერატორი

„სისტემა კლავს! გამოდი სიცოცხლისთვის!“, „გადადგეს მკვლელი მთავრობა!“ - 5 ივლისის აქციაზე ძალადობრივი ჯგუფების მიერ ნაცემი ოპერატორის გარდაცვალების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის წინ ამ სახელწოდების აქციები ჩაინიშნა.

ორივე აქცია პარლამენტის წინ 18:00 საათზეა ჩანიშნული.

როგორც აქციების ორგანიზატორები აცხადებენ, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და, შესაბამისად, პასუხიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოძალადეებმა უნდა აგონ.

„ტვ 1-ის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც პუტინისტურმა ჯგუფებმა 5 ივლისს, სირცხვილიას ოფისზე თავდასხმისას სასტიკად სცემეს - დღეს გარდაიცვალა.

1. მოვითხოვთ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომას;
2. მოვითხოვთ მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიებას;
3. მოვითხოვთ ყველა იმ მოძალადის დაკავებას და კანონის სრული სიმკაცრით დასჯას, რომლებიც ლექსოს დაესხნენ თავს“,- ნათქვამია აქციების ორგანიზატორთა განცხადებებში.

ინფორმაციისთვის, ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

„დილით გარდაცვლილი იპოვა დედამისმა ლოგინში… მიზეზი ჯერ არ იციან,“ – წერს ლევან შერმადინი სოციალურ ქსელში.

როგორც ცნობილია, ლაშა ლაშქარავამ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულში სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მას ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.