ჩოხატაურელ პედაგოგს, რომელიც მისივე მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობაშია მხილებული, ხელბორკილები რამდენიმე საათის წინ დაადეს. ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, შორენა სიხარულიძის თქმით, არსებობს ვარაუდი, რომ პედაგოგი, მაშინ როცა ფაქტი მოხდა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
„დაბადების დღე ჰქონია, სადაც ალკოჰოლი მიუღია. მეორე დღეს სკოლაში მისულა. განა მარტო ამ ბავშვთან ჰქონია შეხება, რამდენიმე მის თანაკლასელთანაც. ეტყობა, ეროვნული გამოცდების წინ გაავარჯიშა ბავშვები ისტორიაში. შესაძლებელია, მაშინაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფილიყო. როგორც სკოლის დირექტორმა მითხრა, გოგონას მშობელი ამ ფაქტის გასაჯაროებას კატეგორიულად უკრძალავდა",- აცხადებს რესურსცენტრის.
როგორც გუშინ, სკოლის დირექტორმა "პირველების" ჟურნალისტს უთხრა, შემთხვევა, სავარაუდოდ, სკოლაში, კომპიუტერების ოთახში მოხდა, სადაც ისტორიის მასწავლებელი აბიტურიენტს ამზადებდა.
„არასდროს სკოლაში მეცადინეობა არ ჩაუტარებია. სახლში ამზადებდა, მაგრამ იმ დღეს კომპიუტერების ოთახში ჰყავდაო. იქ მოხდაო, როგორც ამბობენ. ვიცი, რომ საქმე გამოძიებაშია. სისულელეა, რომ სისტემატური ხასიათი ჰქონდა. ეს არის კაცის ეტალონი. ბავშვი არაჩვეულებრივი...ბავშვი და მშობელი მოვიდა სკოლაში და მითხრეს, ასეთი ფაქტი იყო და არ დავინახოთ სკოლაში მოსულიო",- განაცხადა სკოლის დირექტორმა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.
✅ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: tvpirveli.ge