Digest Logo

„განგვიცხადეს, რომ ტაძარი მათი საკუთრებაა და რა ფულსაც ისინი, ამ ტაძრის შესაწირიდან იღებდნენ, არავის დაუთმობდნენ“ – რა მოხდა უჯარმის ტაძარში

1631466550
დამწვარი ხატები

დღეს ერთ-ერთი მედიასაშუალების ფეისბუკ-გვერდზე გავრცელდა კადრები შემდეგი შინაარსის სათაურით:

„დამწვარი ხატები და ჯვრები. შოკისმომგვრელი კადრები უჯარმის ეკლესიიდან. თვითმხილველთა თქმით, ხატები მამაომ დაწვა“.

აღნიშნულ ფაქტს ნინოწმინდისა და საგარეჯოს ეპარქიის სასულიერო პირი, მღვდელი თეიმურაზ ქორიძე გამოეხმაურა, რომელმაც თავის ფეისბუკ - გვერდზე უპასუხა ცილისწამებას და საქმის ვითარება განმარტა.

„დამწვარი ხატები და ჯვრები. შოკისმომგვრელი კადრები უჯარმის ეკლესიიდან. თვითმხილველთა თქმით ხატები მამაომ დაწვა“ ამგვარი სათაურით ავრცელებს კადრებს TV პირველი. ეს, უკვე უტიფრობაა! სანამ რაიმეს კიდევ კუდს მოაბამთ, იქამდე აგიხსნით სინამდვილეს.

ეს გახლავთ ნინოწმინდისა და საგარეჯოს ეპარქიის, უჯარმის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი, სადაც გარკვეული დროის მანძილზე არ აღესრულებოდა ღვთისმსახურება. მეუფე ლუკას კურთხევით დაგვევალა, რომ ჩავსულიყავით ადგილზე და გვენახა ტაძარი, რათა შემდგომში აღსრულებულიყო მსახურება და ტაძარში ემსახურა მოძღვარს. ჩასვლისთანავე დაგვხვდა საშინელი სურათი. უბრალოდ ფეხს ვერ დაადგამდი ტაძარში. საშინელი სიბინძურე. ცემენტის და კირის აურაცხელი ტომრები, ძირს დაყრილი და მთლიანად მტვერში მოსვრილი ხატები, ჯვრები და სიწმინდეები. საკურთხეველში კი, უბრალოდ ვერ შეხვიდოდი. ტრაპეზზე და მთლიანად საკურთხეველში ეყარა უამრავი ნივთი, ძირს იყო დაყრილი ყველაფერი რისი წარმოდგენაც შეიძლება.მაგრამ ეს არ არის მთავარი…

ცოტა ხანში გამოჩნდნენ ვიღაც ადამიანები, რომელთაც განგვიცხადეს, რომ ტაძარი მათი საკუთრება იყო და რა ფულსაც ისინი ამ ტაძრის შესაწირიდან იღებდნენ, არავის დაუთმობდნენ. როდესაც გავაცანით საქმის ვითარება, თითქოს დამშვიდდნენ და გვთხოვეს, რომ ერთი შესაწირის ყუთით ბავშვებს საჭმელს ვაჭმევთ და იქნებ დაგვეხმაროთო. დავთანხმდით. რადგან დავიჯერეთ, რომ მართლა ბავშვებს ხმარდებოდა ეს თანხა(მათი ყუთი ახლაც იქ დგას, ჩაბეტონებულია საბურავებს შორის). შემდგომ აღმოჩნდა, რომ რაღაც კონკრეტულ დაჯგუფებასთან გვქონდა საქმე, რომელიც „აკონტროლებდა“ ტაძარს.

ჩვენ მშვიდად შევუდექით ტაძრის დალაგებას. უამრავი ჯვარი იყო გატეხილი, ხატები დალეწილი, იყო გაზეთები, გაზეთებიდან ამოჭრილი ხატები და უამრავი ისეთი ნივთი, რომელიც დაზიანებული იყო და მსახურებისას ვერ გამოიყენებდი, ასეთ შემთხვევაში ეკლესიის ტრადიციის თანახმად მსგავსი ნივთები იწვება და მიწაში იფლობა ან პირდაპირ იფლობა მიწაში. ნაწილი ხატების ჩავაწყვეთ ყუთებში დასასუფთავებლად.

ვინც მანამდე იყავით ამ ტაძარში გირჩევთ, ახლა შებრძანდეთ და ნახოთ ტაძარი და თავად მიხვდებით განსხვავებას. დანარჩენი თქვენ განსაჯეთ. სულ ეს არის და ეს…

არ მინდა ვინმე დავადანაშაულო ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართულ შეურაცხყოფაში, მაგრამ მეფიქრება… უბრალოდ გვაცალეთ ჩვენი საქმის კეთება და როდესაც რაღაც საკითხში ვერ ერკვევით იკითხეთ მაინც… მიყვარხართ. უფალმა შეგინდოთ“, – წერს მღვდელმთავარი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„13-14 წლის გოგონები ისე კარგავენ ქალიშვილობას, ვერც კი ხვდებიან“ - ექიმი ლევან ფერაძე

დამატებითი ვაქცინაც გავიკეთე პირველადი ვაქცინის ეფექტის გასამყარებლად - სააკაშვილი

„მამა, კიდევ დიდხანს გვჭირდები“... - გია ბაღაშვილი