ზაფხულის დადგომასთან, მზით დამწვრობის შედეგად თბილისის დამწვრობის ცენტრში ამჟამად 2 პაციენტს მკურნალობენ.
„ამ წუთს 2 ახალგაზრდა გოგონა წევს დამწვრობის ცენტრში. რუჯის მიღების მიზნით მიიღეს ზედაპირული დამწვრობა მთელ სხეულზე. რეკომენდებულია მზეზე ყოფნა დილის 11 საათამდე და დღის 4 საათის შემდეგ. განსაკუითრებით უნდა მოვარიდოთ მზისგან პატარა ბავშვები და მოხუცები. მათი საცურაო კოსტიუმები მაქსიმალურად უნდა ფარავდეს სხეულს, თუ იქნება გრძელ სახელოიანი და გრძელი შორტები უკეთესია“ - აცხადებს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი საზოგადოებას მოუწოდებს, გარუჯვის პროცესში მკაცრად დაიცვან რეკომენდაციები და მზეს ბავშვები და მოხუცები მოარიდონ.
რაც შეეხება ლეღვის ნახარშით მიღებულ დამწვრობებს - წელს ამ მიზეზით კლინიკაში ჯერჯერობით არავინ მოხვედრილა.