გელათის დაკეტვის მიზეზი ხელისუფლების მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები არიან, რომლებმაც უნიკალური ისტორიული ძეგლის სარემონტო სამუშაოები უნდა შეისწავლონ.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ნიუპოსტი“ ავრცელებს.
ხელისუფლებას გასაიდუმლოებული აქვს ვინ არიან ადამიანები, რომლებმაც ტაძრის მდგომარეობა უნდა შეისწავლონ.
ტაძრის წინამძღვრის თქმით, სრულ იზოლაციაში ყოფნა მოწვეული ექსპერტების მოთხოვნა იყო, თუმცა სასულიერო პირების მოთხოვნით, ტაძარში წირვა ლოცვა და საკვირაო ქადაგებები მაინც ჩატარდება, ოღონდ სავარაუდოდ მრევლის გარეშე.