ნელი აგირბას საზოგადოების ნაწილი კარგად იცნობს. რამდენიმე წლის წინ ტელეეკრანებზე ხშირად ჩანდა და საინფორმაციო გადაცემასაც უძღვებოდა.
ამჯერად ნელი პოპულარული ამერიკული შოუს, The Talk show-ს ქართული ანალოგის ერთ-ერთი წამყვანია.
გასულ ორშაბათს კი გადაცემა ვაქცინაციის საკითხს დაეთმო და წამყვანებმა საკუთარ შეხედულებებზე ისაუბრეს. როგორც აღმოჩნდა, ყველა სხვა წამყვანისგან განსხვავებით, ნელი აგირბა არ არის აცრილი და უახლოეს მომავალში არც აპირებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთოს.
„მე არ ვარ აცრილი და, პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ განსხვავებული შეხედულებები გვაქვს და მაინც ვმეგობრობთ. რატომ არ ვარ აცრილი? მე მაქვს ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. ბავშვობიდან მახასიათებს პროტესტი ოფიციოზის მიმართ. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მოდის ოფიციალური წყაროებიდან, ჩემთვის არის გადამოწმების საგანი“- აღნიშნა ნელი აგირბამ.
თანაწამყვანის, სტეფანე მღებრიშვილის კითხვაზე, თუ რისი ეშინია მას, რატომ გადის ამ გუნდურობიდან, საერთო ინტერესებიდან და რატომ ამბობს აცრაზე უარს, ნელი აგირბამ განმარტა, რომ ეს მისთვის რთული გადაწყვეტილებაა, რადგან იცის, რომ მალე საჯარო დაწესებულებებში ვეღარ შევა. ამაზე საუბრისას მან ემოციების შეკავება ვერ შეძლო და ატირდა.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„სიტყვებს ვერ ვპოულობ! სიბრაზე მახრჩობს! მიზანმიმართულად კლავენ“ - ნანუკა ჟორჟოლიანი