თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ყვავილებით მოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ალია“ ავრცელებს.
როგორც ყვავილებით მოვაჭრეები აცხადებენ, ისინი კორონავირუსის გავრცელების მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ, რადგან აკრძალვების გამო, შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
„რით უნდა ვიცხოვროთ, მშივრები დავიხოცებით. გინდა კორონას დავუხოცივართ, გინდა შიმშილს. არ შეიძლება ის, რასაც ეს მთავრობა აკეთებს“, – განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.