ექიმი გიორგი ღოღობერიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ მიცემულ ინტერვიუში განმარტავს, რა შემთხვევაში შეიძლება მოვიდეს ის პოლიტიკაში.
„ამ მომენტისთვის პოლიტიკური ამბიციები არ მაქვს. პოლიტიკა ძალიან დროებითია ჩვენ რეალობაში – დღეს ხარ, ხვალ კი იმდენად აღარ, რომ სხვაც ვერაფერი გახდები. ამიტომ, ამაზე ფიქრი ძალიან რთულია.
თუმცა თუ ვნახე, რომ პოლიტიკაში მოსვლა აუცილებელი გახდა, რათა ჩემი მიზნის მისაღწევად შესაბამისი პირობები შევქმნა, შეიძლება, ეს ნაბიჯი გადავდგა, მაგრამ მანამდე სხვა გზებს ვეძებ, იქნებ შევძლო და პოლიტიკას გვერდი ავუარო.
შემოთავაზების მეტი რა არის, მაგრამ ამ მომენტში მე თვითონ არ ვარ დაინტერესებული…“, – ამბობს ღოღობერიძე.
ასევე, მან სხვადასხვა ტელევიზიაში მუშაობისას აპოლიტიკურობაზე ისაუბრა და სოციალურ ქსელში დაწერა:
„სამედიცინო გადაცემების წაყვანა პირველად „პოსტვ-ში“ დავიწყე… იქ რომ ვიყავი, ვაიმე, მანდ რა გინდა, ქართული ოცნების წევრი ხომ არ ხარო? მერე „პულსი ტვ-ზე“ ვიყავი და მანდ რა გინდა, ვინ უყურებს-ო. მერე „რუსთავი 2-ში“ გადავედი და ვაიმე, ოცნებაში ისევ რა გინდაო? “მთავარ არხზე“ გადავედი სამედიცინო გადაცემის წასაყვანად და ოპა, ეს ნაციონალური მოძრაობა არისო.
არადა ყველგან მედიცინის იქით არაფერი მითქვამს. თან როგორი კარგი გადაცემები იყო თითოეულ არხზე. არ მოგწონდათ?
ექიმი ვარ და ყველა არხი, ყველა პოზიცია, ყველა ანტივაქსერი და პროვაქსერი, ყველა ადამიანი არის ძალიან მნიშვნელოვანი. არასდროს შემიხედავს ადამიანისთვის პოლიტიკური ან სხვა კუთხით. ექიმი მას სჭირდება, ვისაც რაღაც უჭირს და გაჭირვების დროს ადამიანების დაყოფა სირცხვილია და სხვა არაფერი.
ყველას ვცემ უდიდეს პატივს, როგორც ჩემ გულშემატკივარს, ისე ჩემზე ცუდის გაგებით გახარებულ ადამიანებს. დამშვიდდით, მე არ ვარ ბოღმიანი და ძალიან მშვიდად ვიღებ ნეგატივს. ჰოდა, ამ პოსტით იმის თქმა მინდა, რომ მედიცინა ყველგან მედიცინაა და ყველგან არის ხალხისთვის კარგის კეთების მიზანი.
არც ერთი პოლიტიკური პარტია არ ვარ და ყველა არხს ძალიან დიდ პატივს ვცემ. როგორც „პოსტვ-ს“, „პულსი ტვ-ისა“ და „რუსთავი 2-ს“, რომლებმაც გადაცემები მომცეს, ასევე „მთავარ არხს“, რომელმაც ამ საქმის გაგრძელების საშუალება მომცა „მთავარ დიაგნოზში“ . ასევე „ფორმულას“, რომელმაც ბევრი კარგი გადაცემა მომიძღვნა და ასევე „იმედსაც“, სადაც ასევე ბევრი კარგი გადაცემა იყო.
„მთავარი დიაგნოზიც“,- ისეთივე საინტერესო გადაცემაა, როგორიც სხვები და იქაც გვინდა, რომ რამე კარგი და გამოსადეგით დავეხმაროთ ხალხს. ზოგიერთმა კი წამშალა მეგობრებიდან, მაგრამ სულ ტყუილად… მე მაინც ვემეგობრები“, – წერია ღოღობერიძის ფეისბუკპოსტში.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵5 ქართველი კაცი, რომელიც კამერების წინ გაშიშვლდა
🔵ვინ არის სოფო ნიჟარაძის დედა და რატომ ჰგონიათ მომღერლის შვილის მამა მიხეილ სააკაშვილი?