ხათუნა ჟორდანიას შესახებ მედიაში არაერთი ჭორ-მართალი გავრცელებულა, ის საზოგადოების მხრიდან განკითხვის საგანიც არაერთხელ გამხდარა.
დღეს „დაიჯესტი“ სწორედ ხათუნა ჟორდანიას შესახებ გიამბობთ, როგორ დაამარცხა მძიმე სენი და როგორია მისი ცხოვრება.
მძიმე სენი
ხათუნა ჟორდანიამ სიმსივნე დაამარცხა. სასიხარულო ინფორმაცია მისმა შვილმა, ნინი ქარსელაძემ 26 აგვისტოს გაავრცელა. „ჩემი პირადი მზე, მე შენ დაგპირდი და ახლაც გიმეორებ, არსაც გაგიშვებ კიდევ 100 წელი. ჩვენმა სიყვარულმა გაიმარჯვა, ღმერთმა შენი სიცოცხლე მაჩუქა. მიყვარხარ", - დაწერა ნინიმ.
ხათუნა ჟორდანიამ სოციალურ ქსელში თავის გულშემატკივრებს მიმართა და რჩევებიც მისცა. მისი თქმით, იგი სრულიად განკურნებულია.
„პირველ რიგში, მინდა, იმით დავიწყო, რომ ნამდვილად არც დიდი სურვილი მქონდა და არც განწყობა, რომ ეს ჩართვა გამეკეთებინა და ის სიხარული, რაც მაქვს დღეს სათქმელი, თქვენთვის გამეზიარებინა... წამოსვლის წინ, ჩემს ოჯახს ძალიან ცუდი რამე დაემართა, რომელზეც ახლა ლაპარაკი არ მინდა.
ვიტყვი მთავარს, რისთვისაც ახლა ჩავერთე. ვიყავი გუშინწინ ექიმთან და აბსოლუტურად გამოჯანმრთელებული ვარ. ეს ჩართვაც გავაკეთე მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ვიცი იმ ადამიანებისთვის, ვინც სიმსივნეს ებრძვიან, როგორი მძიმეა ეს გზა გასავლელად და რამხელა ნუგეშია, როდესაც გაიგებ, რომ ვიღაცა გამოჯანმრთელდა. ყოველთვის აქვს ბრძოლას აზრი, არ დაყაროთ ფარ-ხმალი ვისაც ეს დაავადება გაქვთ და იბრძოლეთ ბოლომდე.
როდესაც განწყობას შეიქმნით, რომ თქვენ შეგიძლიათ ყველანაირი დაავადება დაამარცხოთ, დამიჯერეთ, ეს ასეც მოხდება. მადლობა ყველა ექიმს, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩემს გამოჯანმრთელებაში. მადლობა ღმერთს, რომ შეისმინა ჩვენი ოჯახის ვედრება და ჯანმრთელობა მიწყალობა.
აქ ჩამოვედი სამი თვის წინ და ის, რაც დარჩენილი იყო ჩემს ფილტვში სიმსივნე, ამაზე გავიკეთე დასხივება. ახლა ჩამოვედი შესამოწმებლად და ექიმმა მითხრა, რომ ყველაფერი წასულია, მხოლოდ დარჩენილია დასხივებიდან ნაწიბური, რომელიც ხელს სიცოცხლის ბოლომდე არ შემიშლის. ასე რომ, სიმსივნე განაჩენი არ არის და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
ჩემი დიაგნოზი იყო ფილტვის მეოთხე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე. მიხარია და ვიცი, რომ ყველას, ვინც მე მგულშემატკვირობთ, უხარია. ახლა ახალი გამოწვევების წინაშე ვაყენებ ჩემს თავს, მომატებული მაქვს ძალიან ბევრი წონა და ექიმმა მითხრა, რომ აუცილებელია უნდა დავიკლო.
მაგალითი ვიქნები ყველასთვის იმის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი", - განაცხადა ხათუნა ჟორდანიამ.
გარდაცვლილი ქმარი
ხათუნა ჟორდანიას პირველი ქმარი თეკუჩა ქარსელაძე იყო, რომელიც 2019 წელს გარდაიცვალა.
თეკუჩა ქარსელაძე კლინიკაში ინსულტის დიაგნოზით მოათავსეს. ის აპარატზე იყო შეერთებული, არ უმუშავებდა არც ერთი ფილტვი და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
„როგორ მჯეროდა, როგორ მეგონა, რომ გამოგაძვრენდი… მჯეროდა, რომ ამასაც მოერეოდი… და ისიც მჯეროდა, რომ მე და შენ მოვიგებდით ამ ომს…
ჩემო სიყვარულო, ჩემო იმედო… მამა…“- წერდა ნინი ქარსელაძე.
სიყვარული
ხათუნა ჟორდანიას და ზურა ხაჩიძის სიყვარულის ისტორიამ მთელი თბილისი აალაპარაკა, როდესაც წყვილის ურთიერთობაზე პრესა ალაპარაკდა, ალბათ მაშინ ყველას ეგონა, რომ მათი ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნებოდა, მაგრამ წყვილი უკვე 19 წლიან ქორწინებაში იმყოფება და მათ სიყვარულმა უამრავ ქარტეხილს გაუძლო.
მათი სიყვარულის ისტორია ყველასგან განსხვავებულია - მიუხდავად იმისა, რომ მათ შორის ასაკობრივი სხვაობა იყო და ხათუნას პირველი ქორწინების არცთუ კარგი გამოცდილება ჰქონდა, არ შეუშინდნენ საზოგადოების რეაქციას და საჯაროდ გაამხილეს სიყვარული და დაქორწინდნენ კიდეც.
როდესაც ხათუნას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, ქმარი პირველი იყო, რომელიც მხარში დაუდგა და ურთულესი დღეები გადაატანინა, რაზეც ხათუნა ხშირად ლაპარაკობს საჯაროდ. წყვილს ერთი საერთო გოგონა ჰყავს. ხათუნას პირველი ქორწინებიდან ჰყავს ქალიშვილი - ცნობილი მომღერალი ნინი ქარსელაძე.
„როცა გავიცანი, ძალიან ლამაზი იყო. მასზე უზომოდ ვიყავი შეყვარებული. ჩვენი ურთიერთობა დაიწყო იმ პერიოდში, როცა რუსა მორჩილაძის სიმღერას ჯგუფი „ქუჩის ბიჭები“ ნინი ქარსელაძესთან დუეტში ვწერდით. ეს დუეტი წლების განმავლობაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და არაერთი ჯილდოც ხვდა წილად. ნინი 8 წლის იყო, როცა ხათუნა შემიყვარდა.
ურთიერთობის დროს ბევრჯერ დავშორდით ერთმანეთს, არაერთხელ ვიჩხუბეთ. დაშორების შემდეგ მიყვარდა ქეთა თოფურია, მაგრამ რომ შევრიგდით, მალევე დავქორწინდით. მას მერე მოვდივართ ასე ლამაზად ერთმანეთის სიყვარულით.
ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ცოლი მყავს; ბედნიერი ვარ, რომ მისგან ბევრი რამ შევიძინე ჩემთვის სასიკეთო, დიდი გამოცდილება მივიღე; ბედნიერი ვარ, რომ თავის დროზე ჩემი ცხოვრება ხათუნას დავუკავშირე“- ამბობს ზურა ხაჩიძე.
„არ არსებობს ოჯახი, სადაც პრობლემები არ არის. ქორწინების ყველა ეტაპს აქვს თავისი სიმძიმეები. მე და ზურასაც უმძიმესი პერიოდები გვაქვს გავლილი, ბევრჯერ იყო სასწორზე ჩვენი ქორწინება, მაგრამ რაღაცნაირად შევძელით, როგორც შევძელით. ჩემს ავადმყოფობასთან ერთად ზურას მოზღვავებულ სიყვარულს ვგრძნობ. არ ვიცი, ვეცოდები თუ… ეს რომ გულწრფელია და ნაღდია, ვიცი,“- ამბობს ხათუნა ჟორდანია.
ზურას და ხათუნას ერთი საერთო შვილი ჰყავს, ანასტასია ხაჩიძე, რომელიც 14 წლის არის.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵მშობლებისგან მიტოვებული ზურა ხაჩიძის ცხოვრება - ქუჩის აკადემია, რომანი ქეთა თოფურიასთან და ქონება
🔵ვინ არის სოფო ნიჟარაძის დედა და რატომ ჰგონიათ მომღერლის შვილის მამა მიხეილ სააკაშვილი?