
გორში გავრცელებულ დაავადებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კვლევები დაასრულა. კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ ქალაქში გავრცელებული იყო ნაწლავური ინფექცია ნოროვირუსი.
როგორც კლინიკა „იავნანას“ ექიმი ლია ლაზარაძე აცხადებს, ამ დროისთვის ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და ისინი უკვე გაეწერნენ ბინაზე. ექიმი აკონკრეტებს, რომ აღნიშნული ინფექცია ცივ სეზონზე იჩენს თავს და ადვილად გადამდებია.
შეგახსენებთ, გორში ინფექციის ლოკალური აფეთქება დაფიქსირდა. ინტოქსიკაციის ნიშნებით ბავშვთა საავადმყოფოს 200-ზე მეტმა პაციენტმა მიმართა.
„დაიჯესტმა“ ნაწლავური ინფექცია ნოროვირუსის შესახებ დეტალური ინფორმაცია გაარკვია, რომლის შეგიძლიათ ნახოთ აქ👇
გორში გავრცელებული ინფექციის წამალი არ არსებობს - ყველაფერი ნოროვირუსის შესახებ
წყარო: imedinews.ge