Digest Logo

იგეგმება თუ არა საქართველოში სრული „ლოქდაუნის“ გამოცხადება? - იმნაძის განმარტება

1609072484
ლოქდაუნი იმნაძე

„მსგავსი არაფერი განიხილება, ვრცელდება ჭორები და ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება“, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ სრული ლოკდაუნის გამოცხადების შესახებ დასმულ კითხვას.

„სამწუხაროდ, ამ ქვეყანაზე ბევრი ადამიანია, რომელიც ჭორების გავრცელებით არის დაკავებული და დაახლოებით, ასეთი პრინციპით არის, რაც უარესი მით უკეთესი. არაფერი არ განიხილება მსგავსი. განიხილება ის, რაც იყო გამოცხადებულია თავიდან, საუბარია ორთვიან გეგმაზე. ყველაფერი გაკეთდება ამ გეგმის მიხედვით“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 221 605 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 203 547-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 377 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.