კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს საქართველოს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე ჩვილთა დედის რძით კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტექნოლოგიის ეპოქაშიც კი ჯანსაღი თაობის აღსაზრელად, ეს მნიშვნელოვანია.
„გულითადად მოგესალმებით დღევანდელი შეხვედრის მონაწილეთ.
„ამ ღონისძების თემა ძალიან მნიშვნელოვანია და წარმოადგენს ერთ-ერთ გამორჩეულ ფაქტორს მომავალი ჯანსაღი თაობის აღზრდისთვის. დედის რძე შვილისთვის შეუვლელია და მოხარული ვართ, რომ ამ უძველეს ჭეშმარიტებას დღეს, ტექნიკის ეპოქაში სულ უფრო და უფრო მეტი მხარდამჭერი უჩნდება.
„მადლიერებით გვინდა აღვნიშნოთ, როგორც ძუძუთი კვების დანერგვაში, ისე პატარებზე ზრუნვაში 30-წლიანი თავდადებული შრომის გამო.
„ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყნის პატრები და მომავალი“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.