დღეს, 12 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები დინამო არენაზე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს ეთამაშა.
მატჩი, მაკედონიის გამარჯვებით დამთავრდა და საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ვეღარ გავა.
მატჩის დასაწყისში ბურთს უფრო საქართველოს ნაკრები აკონტროლებდა, თუმცა სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა და თამაში სანახაობრივი არ გახლდათ. რამდენჯერმე შევეცადეთ პირველ ტაიმში რაიმე შეგვეცვალა, მაგრამ ვერ შევძელით და 0:0 დავასრულეთ.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები აღარ არსებობდა, სრული ქაოსი იყო, სრული კატასტროფა... მითუმეტეს მაშინ, როცა 56-ე წუთზე მაკედონიელთა ლეგენდამ გორან პანდევმა ამ შეხვედრაში დასვა წერტილი.
და ამ წერტილის შემდეგ არ მინდა დავწერო არაფერი, რაც დასაწერია სკოპიეში დაწერენ, ჩვენ არაფერი უნდა ვწეროთ, არ ვიქნებით მართლები რამე რომ ვწეროთ....