
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, გრიპის ვაქცინა მთელი ქვეყნის მასშტაბით დარიგებულია და აცრის მსურველს პროცედურის ჩატარება ნებისმიერ პოლიკლინიკაში შეუძლია.
გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს ვაქცინა 20-25 ნომებრამდე მიიღონ.
„საქართელოში შემოსულია ვაქცინის კიდევ დამატებითი დოზა და გადანაწილებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით. აუცილებელია, აიცრან რისკჯგუფში მყოფმა პირებმა. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ვაქცინა გიცავთ მთელი წლის განმავლობაში გრიპისგან. ამ დროისთვის საქართველოში გრიპის ვირუსი არ ფიქსირდება. როგორც წესი ის ნოემბრის ბოლოდან გამოჩნდება, ამიტომ მოგიწოდებთ ყველას აიცრათ 25 ნოემბრამდე. რაც შეეხება იმას, რომ ადამიანები ვერ იღებენ ვაქცინას, ეს არის ამბულატორიების პრობლემა, ესე იგი მათ არ გააქვთ ვაქცინა ცენტრიდან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
დღეიდან ვაქცინაცია იწყება - ვინ მიიღებს ვაქცინას პირველ რიგში?
ცნობილია, რისკ-ჯგუფები, რომლებსაც ვაქცინაცია პირველ ეტაპზე ჩაუტარდებათ