Digest Logo

„ქართული ხმების“ სოლისტი ზურა ბაკურაძე გარდაიცვალა

1624446381
ზურა ბაკურაძე

„ქართული ხმების“ სოლისტი ზურა ბაკურაძე გარდაიცვალა.

„რუსთავი 2“ ინფორმაციით, უბედური შემთხვევა რაჭაში მოხდა, სადაც ის დედის დაკრძალვაზე იყო ჩასული, შემდეგ კი იქ დარჩა.

ონის მერიის ინფორმაციით სოფელ შქმერში გზა ჩავადა, ზურა ბაკურაძე, რომელიც ფეხით გადაადგილდებოდა ხევში ჩავარდა, მძიმე ტრამვების გამო კი მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„გზა ჩაუწყდა. ფეხით იყო, ტრანსპორტი იქ არსად ჩანდა“- ამბობს ონის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომელი.

რამდენიმე წუთში მის ცხედარს ონის საავადმყოფოში გადაასვენებენ.