5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ კვირეულში რადიკალურმა ძალებმა მედიის წარმომადგენლებზე იძალადეს. ოფიციალური ინფორმაციით დაშავდა 53 ჟურნალისტი.
სწორედ ამ ამბავთან დაკავშირებით იქადაგა სხალთის მიტროპოლიტმა მეუფე სპირიდონმა.
„უამრავ ქვეყანაში დაკანონებულია ეს ღვთის გამამწარებელი ცოდვა, როგორც რუის-ურბნისის კრება ამბობს, ერთნაირ სქესიანთა ქორწინება, ჰომოსექსუალიზმი.
აგერ, ჩვენს ქვეყანაში რა მოხდა? საშინლად დიდი არეულობა გამოიწვია მათმა ძალმომრეობამ, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება აფრთხილებდა, რომ არ გააკეთოთ ეს, არ დაიწყოთ ეს თქვენი უზნეობის და გარყვნილების დემონსტრირება და არ გაამწაროთ ქართველი ხალხი იმიტომ რომ ეს გამოიწვევს მწვავე რეაქციას.
არ დაიჯერეს ეს და მაინც გააკეთეს, წააქეზეს დასავლეთის, ამერიკის, ინგლისის, საფრანგეთის, ინგლისის, გერმანიის საელჩოებმა და აჰყვა ეს 15 პარტია ეშმაკზე მიყიდული თავის საელჩოებიანად და თქვენ იცით, რაც მოხდა და მერე ქართველებს დააბრალეს მოძალადეები ხართო.
როცა ჩვენი მილიონობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირა ჭეშმარიტების და რწმენის დაცვას და შენ გამოდიხარ და ამას ულანძღავ, კიდევ კარგად გადარჩით თქვენ იმ დღეს. ჩვენ ვართ მოძალადეები? მოძალადეები თქვენ ხართ, შვილო.
თქვენი წამქეზებლები ის 15 პარტია, ის საელჩოები და მთელი დასავლეთი“,- ამბობს მეუფე.