Digest Logo

კლინიკა „იმედიდან“ 2 ექიმი გაათავისუფლეს - რას აცხადებს „დაიჯესტთან“ კლინიკის დირექტორი

1625659864
ვაქცინა

ახალციხეში, კლინიკა „იმედიდან“ 2 ექიმი გაათავისუფლეს. ვიოლეტა ინასარიძე და გიორგი აფციაური მეგი ბაქრაძის საქმეში ფიგურირებდნენ. კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ბარძიმაძე „დაიჯესტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტს გარდაცვლილი ექთნის საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს. 

„10 დღის წინ მოხდა ეს ამბები. მინდა გითხრათ, რომ ეს ექიმები კლინიკის შინაგანაწესის დარღვევის გამო იქნენ გათავისუფლებულები. მათი გაშვების საკითხს ამ ეტაპზე არანაირი კავშირი არ აქვს მეგი ბაქრაძის საქმესთან. რაც შეეხება ექიმებს, მათ აქვთ უფლება გათავისუფლებასთან დაკავშირებით იფიქრონ საფუძვლიანია თუ უსაფუძვლო და შესაბამისადაც იმოქმედონ. ორივე მათგანს შეუძლია განაცხადოს სადაც უნდა. მე ვერ გადავწყვეტ უსაფუძვლოდ მოხდა ეს ყველაფერი თუ საფუძვლიანი. ჩვენი გადაწყვეტილებაა ეფუძნება იმას, რომ ექიმებმა არ შეასრულეს და დაარღვიეს შინაგანაწესი. ამის შესახებ მათ ინფორმაციაც აქვთ ჩვენგან მიღებული. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ამ გათავისუფლებას არ აქვს კავშირი მეგი ბაქრაძის საქმესთან“,- განუცხადა „დაიჯესტს“ კლინიკა „იმედის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ბარძიმაძემ.

რაც შეეხება გათავისუფლებულ ექიმებს, ისინი კლინიკის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ მეგი ბაქრაძის საქმესთან დაკავშირებით, ორი ექიმი, ვიოლეტა ინასარიძე, გიორგი აფციაური და ერთი მედდა, შეცვლილი ჩვენების გამო, პასუხისგებაში მისცეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

„დედა ბოდიში, რომ ვიტირე, მინდოდა გულში ჩამეკარი მაგრამ ზეცაში ხარ...“ - გარდაცვლილ მედდას, მეგი ბაქრაძეს შვილებმა წერილი დაუწერეს

იყიდა თუ არა მეგი ბაქრაძემ მედიკამენტი, რომელმაც მისი გარდაცვალება გამოიწვია - საქმის ახალი დეტალები

პროკურატურა: ექიმი, რომლც ამბობს, რომ მეგი ბაქრაძეს ადრენალინი „წამებში გაუკეთა“, იქ პირველადი დახმარების დროს არ იყო