ხმაური იყო ღამით ფოკაში, სამცხე-ჯავახეთის ექსპერტიზის ბიუროსთან, სადაც ადგილობრივები 19 წლის მამაკაცის გარდაცვალების რეალური მიზეზის დადგენას მოითხოვენ. ისინი მომხდარში კლინიკას ადანაშაულებენ.
ოჯახის ახლობლების განცხადებით, გარდაცვლილს 11 ნოემბერს კუჭის წყლულის ოპერაცია გაუკეთდა, 16 ნოემბერს საავადმყოფოდან გაწერეს, თუმცა 17-ში პაციენტის უკან დაბრუნება მოითხოვეს და ის მალევე გარდაიცვალა.
„დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ სასწრაფო ოპერაცია ჩაატარეს. ოთხი დღის შემდეგ გამოწერეს და სახლში წავიყვანეთ. თავს კარგად გრძნობდა. ამის შემდეგ მისი უკან დაბრუნება მოითხოვეს და თქვეს, რომ 10 დღის შემდეგ გამოწერდნენ. წავიყვანეთ საავადმყოფოში და დღეს დაგვირეკეს, რომ ცუდად გახდა და ახალქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახალქალაქის საავადმყოფოში კი გვითხრეს, რომ როცა გადმოიყვანეს ის უკვე გარდაცვლილი იყო.
არ ვიცით რა მოხდა. ამის გაგება გვინდა, რატომ მოხდა ასე. რა უნდა იფიქრო, როცა საკუთარი თვალით ხედავ, რომ კარგადაა, დღე არ გასულა და გარდაცვლილია. საავადმყოფოში მათ არაფერი გააკეთეს“, - აცხადებს გარდაცვლილის ერთ-ერთი ახლობელი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„გთხოვთ, გადაიყვანეთ სააკაშვილი და დაასრულეთ ეს ემოციების ომი“ - ბიძინა კულუმბეგოვი
🔵„დღეს ბედს არ უნდა გვიწყვიტავდნენ ისინი, ვისაც არაფერი გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის!“ - დედა სიდონია
წყარო: rustavi2.ge