მიმდინარე წლის 2 დეკემბერს პოლიტიკოსი კობა დავითაშვილი გარდაიცვალა. მას ე. წ. ბეხტერევის დაავადების დიაგნოზი 2017 წლის ივლისში დაუსვეს.
კობა დავითაშვილს 5 შვილი და მეუღლე დარჩა.
დღეს სოციალურ ქსელში კომპანია „ ბელუქსმა“ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ კომპანია ოჯახს 5 წლის განმავლობაში 500 ლარით დაეხმარება.
„კომპანია ბელუქსის გადაწყვეტილებით, კობა დავითაშვილის ოჯახს 5 წლის განმავლობაში, ყოველთვიურად გადაეცემა 500 ლარი.
პოსტს ვაზიარებთ მხოლოდ იმ მიზნით, რომ ვთხოვოთ ქართულ ბიზნესს ჩვენთან ერთად დაეხმაროს კობა დავითაშვილის 5 ვაჟს და მის მეუღლეს“- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
5 შვილი დარჩა - რა ვიცით დავითაშვილის ოჯახზე?
კაცი შაჰ-აბასსაც არ გაუუპატიურებია, ბეწვზე გადავრჩი - კაბუ ყოფილი ხელისუფლების დანაშაულებებზე