Digest Logo

„კომენდანტის საათი“ ძალაში რჩება

1608629694
„კომენდანტის საათი“ ძალაში რჩება

ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით „კომენდანტის საათი“ ძალაში რჩება.

 

მისი თქმით, შეზღუდვა კვლავ იმოქმედებს როგორც ქვეითად ისე ავტომობილით გადაადგილების შემთხვევაში.

გამონაკლისი იქნება ახალი წლის - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის - 6 იანვრის ღამე.

„აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე.


როგორ იმუშავებენ სავაჭრო ობიექტები 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით?

24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლის სავაჭრო ობიექტები მუშაობას განაახლებენ მხოლოდ კოვიდ-უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.



მისი თქმით, გათვალისწინებულია დამატებითი რეგულაციები, რომელზეც წინასწარ გაიმართა კონსულტაციები ბიზნესთან:

🛑მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00დან 19:00 საათამდე.

მომხმარებელების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით, რისთვისაც:

🛑მაღაზიის ფართის ყოველ 20მ2 დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებელი.

🛑მაღაზიების როგორც შიდა, ასევე მაღაზიის გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა;

🛑ფასდაკლებების აქციები გამოცხადდეს ძირითადად დილის საათებში ან/და ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში;

🛑ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები.

🛑ამასთან მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მომხდეს მხოლოდ 1 თებერვლის შემდეგ.

🛑სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გადატანის სერვისით.

🛑ყველა სივრცეში და მაღაზიის გარეთ რიგებში დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია და პირბადეების სწორად ტარების მოთხოვნები.

„აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციას

ნებისმიერი დარღვევის დადგენის შემთხვევაში ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ყველა ღონისძიება, როგორც დაჯარიმება, ასევე საქმიანობის შეჩერება“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


24 დეკემბრიდან საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება კვლავ შეზღუდული იქნება

საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან - 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხორციელდეს სრული მოცულობით.


საბჭოს გადაწყვეტილებით:

📌 ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში.

📌 ასევე ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძო ავტომანქანებით გადაადგილება კვლავ იქნება ნებადართული.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების მოხსნა/დაწესებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გამო მიიღო.