კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული „კომენდანტის საათი“ პირველი ივლისიდან უქმდება. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
ინფორმაციისთვის, კოვიდინფიცირების ზრდის გამო მთავრობასთან არსებულმა საკოორდინაციო საბჭომ „კომენდანტის საათი“ ნოემბერში დააწესა. 28 ნოემბრიდან „კომენდანტის საათი“ 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყებოდა.
გადაადგილების შეზღუდვაზე აკრძალვა 8 თვეზე მეტია მოქმედებს.