გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 11 საათიდან დილის 4 საათამდე გადმოიწია.
საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა კიდევ 1 საათით შემცირდა.
„გადაადგილებაზე შეზღუდვების პერიოდი იმოქმედებს 23:00 საათიდან 04:00 საათამდე, ცხადია ნებისმიერი მოქალაქისთვის. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ფერმერებს შევუწყოთ ხელი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის და პროდუქციის რეალიზებისთვის“, - განაცხადა ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.