ჟურნალისტი ქეთი ჯაყელი კორონავირუსით გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები და კოლეგები ავრცელებენ.
„ქარტიის ყველა კრებიდან მახსოვს. გამორჩეული ენერგიის და შემართების. ძალიან დასანანია. აი, ასე, წკაპ და ქრებიან ადამიანები. რაღაც მძაფრსიუჟეტიან ფილმში ვართ ასე მგონია. და არ ვიცი, როგორ ვართ ჯანსაღად", - წერენ კოლეგები სოციალურ ქსელში.
„ქეთი ჯაყელი გარდაცვლილა კოლეგებო, ჩვენი ქარტიის ხელმომწერი და ერთგული დაარსების დღიდან. ძალიან მეწყინა. კოვიდით დაიღუპა. ქეთის არავინ არ ჰყავდა (არც ქმარი, არც შვილი, არც არავინ), ერთი და ყავს და ისიც უგონო მდგომარეობაში ყოფილა. ვაახ“,- წერს დავით ლიკლიკაძე.
„ეს ადამიანი გარდაცვლილა დღეს. ჭრელი, ექსცენტრიკული, ხანდახან - ნაკლებად ადეკვატური.
თან და დარჩა, რომელსაც თვითონ პატრონობდა.
შემზარა ამ ამბავმა. კორონა არასოდეს მოსულა ჩემ გულთან ასე ახლოს“,- წერს ირაკლი აბსანძე.