Digest Logo

ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულს, ტყუპი ვაჟი ეყოლა

1603743277
ტყუპი ბავშვები

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში 4 ინფიცირებულ ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. საკეისრო კვეთის შედეგად კლინიკაში 5 ახალშობილი გაჩნდა, მათ შორის ტყუპი ვაჟი.

„თითოეულ შემთხვევაში საკეისრო კვეთა ჩატარდა. განსაკუთრებით რთული იყო ერთი ორსულის მდგომარეობა, რომელსაც სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა. დედებიც და ახალშობილებიც თავს კარგად გრძნობენ“, - აცხადებს კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.

დღესვე, „კლინიკა ბომონდი” 13-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა, ხოლო 6 პაციენტი დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით საკარანტინე სივრცეში გადავიდა.

ამ დროისთვის კლინიკაში კოვიდდადებითი 77 პაციენტი რჩება.