Digest Logo

ქვეყანაში გრიპის ვირუსი გამოჩნდა - გამყრელიძე

1638629826
ამირან გამყრელიძე

„ზამთარი მოვიდა და ქვეყანაში გრიპის ვირუსი გამოჩნდა. გუშინ გრიპის ვირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა. ეს ნიშნავს, რომ თანდათან გრიპის სეზონიც დაემატება“, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან სატელეფონო ინტერვიუსას განაცხადა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თქმით, „შემთხვევების რაოდენობა იკლებს, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით, შესაბამისად ინდიკატორი, რაც ახასიათებს ეპიდსიტუაციას, ისინიც ძალიან ნელი ტემპით უმჯობესდება და ყველაფერი რჩება მაღალ ნიშნულზე”.

„ახლა საუბარი გამკაცრებაზე კი არ არის, ის უნდა დავიცვათ, რაც დაწესებულია. პირბადის ტარება არის უნივერსალური პირობა, მისი ტარების მაჩვენებელი 28%-ზეა ჩამოსული. ორივე უნდა იყოს, თვითშეგნება და აღსრულება, კონტროლი კი, აუცილებელია. ორივე მიდგომა უნდა იყოს ერთმანეთთან შეზავებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ უვადო მწვანე პასპორტთან დაკავშირებით პოზიცია უნდა გადაიხედოს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„სააკაშვილთან ინტიმური კავშირი მხოლოდ ერთ ღამეს მქონდა... მას მოსწონდა მასაჟი რომელსაც კბენით ვაკეთებდი“ - დოქტორი დოტი

🔵COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდგომ თუ არანაირი სიმპტომი არ გაწუხებთ, ნიშნავს თუ არა ეს რომ იმუნური სისტემა არ მუშაობს? - ზაზა თელია

🔵მძიმე დღეა, მაღალია აგრესიულობა, შეცდომების დაშვების ალბათობა - ცაგარელი