Digest Logo

ლაგოდეხში 3 შვილის დედა გარდაცვლილი იპოვეს

1642258859
გოგო

ლაგოდეხში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად 37 წლის ქალი დაიღუპა. 

ნონა ჭაბაშვილი სახლში მარტო იყო. გარდაცვლილი ქალი ახლობლებმა იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ბინაში გაზქურა იყო ჩართული, რასაც, სავარაუდოდ, ოჯახი გასათბობად იყენებდა.

ახალგაზრდა ქალი ნაქირავებ ბინაში, სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. უბედური შემთხვევის დროს ბავშვები ბინაში არ იმყოფებოდნენ.

„დაიჯესტი“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დამატებით დეტალებს არკვევს.