Digest Logo

ლაშა ტალახაძემ ოლიმპიადაზე სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

1628080781
ტალახაძე

ქართველმა ძალოსანმა სამი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდი დაამყარა! ამავდროულად ქართველი გოლიათი ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ლაშამ ატაცში 223 კგ დაძლია, რაც მსოფლიო რეკორდია. მან თავის მიერ დამყარებული რეკორდი (222 კგ) გააუმჯობესა.

რაც შეეხება აკვრას, ტალახაძემ 265 კგ დაძლია, რაც, ასევე, მსოფლიო რეკორდია. მან თავის მიერ დამყარებული რეკორდი (264 კგ) გააუმჯობესა.

მსოფლიო რეკორდი დაამყარა ლაშამ ორჭიდშიც, მან ჯამში 488 კგ ასწია.

27 წლის ქართველი სპორტსმენისთვის ეს მეორე ოლიმპიური ოქროა. ის ხუთგზის ევროპის ჩემპიონია და ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი.

ასევე დაგაინტერესებს👇

ქართველი გოლიათი ოლიმპიური ჩემპიონია

ტალახაძემ ოლიმპიადაზე მოსოფლიო რეკორდი მოხსნა

ცრუ ბრალდებები, გრანდიოზული ქორწილი და გზა წარმატებისკენ - ლაშა ტალახაძის უცნობი ამბები