„TV პირველის" ოპერატორს დღეს დაკრძალავენ.
ლექსო ლაშქარავას გამოსვენება იოსელიანის ქუჩა #37-დან, 15:00 საათზე იქნება.
მედიამენეჯერები და ჟურნალისტები, ლექსოს სახლიდან სასაფლაომდე მსვლელობით მივლენ.
შეგახსენებთ, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.