„TV პირველის" ოპერატორს, დღეს დაკრძალავენ. ამ წუთებში, გარდაცვლილი ოპერატორის სახლთან ჟურნალისტები და ოპერატორები არიან შეკრებილები და მეგობარს უკანასკნელ გზაზე აცილებენ.
სამძიმარზე იმყოფება მამაო, რომელიც „ტვ პირველთან “ გარდაცვლილი ოპერატორის შესახებ საუბრობს.
„მე მორალური უფლება მქონდა, რომ პანაშვიდზე მოვსულიყავი და ლექსოს ხსოვნისთვის პატივი მიმეგო, მე ის ჯერ კიდევ მაშინ მოვინახულე კლინიკაში, როდესაც ცოცხალი იყო.
როდესაც მას შევხვდი ბედნიერი იყო და მომავლის იმედები ჰქონდა. მას ჰქონდა მძიმე ფსიქიკური პრობლემები, უჭირდა იმის გააზრება, რომ მასზე იძალადეს,“- ამბობს მამაო.
მისი თქმით, საპატრიარქომ მას პანაშვიდის გადახდის უფლება არ მისცა.
„მე მივმართე რუის უბნის ეკლესიას, მაგრამ მოსაყდრე შიომ ამის უფლება არ მომცა,“- ამბობს მამაო „ტვ პირველთან.“
„ლექსო შეეწირა ტოტალურ ზიზღს, შურს, სიძულვილს და ძალადობას. მე არ ვიძახი რით გარდაიცვალა, ამას ექსპერტიზა იტყვის. მნიშვნელობა არ აქვს ლექსო რით გარდაიცვალა, ის უკვე ერთხელ მოკვდა, როდესაც თვალში ჩაარტყეს. როდესაც არა ძალადობას ამბობ და „მაგრამ“ სიტყვას აყოლებ, უკვე შენ მოძალადე ხარ,“- ამბობს მამაო.