Digest Logo

ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია „welcome to the closet“ გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია

1621085203
თბილისიპრაიდი

„თბილისი პრაიდის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია „welcome to the closet“ გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია. „თილისი პრაიდი“ სამართალდამცველებს სექსუალური უმცირესობის  უფლებების დაცვას სთხოვენ და მათგან გურამ ფალავანდიშვილის დაკავებას მოითხოვენ.

„რამდენიმე წუთის წინ, დედაენის ბაღში, ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია „welcome to the closet“ გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია. როგორც ვიცით ფალავანდიშვილი თავს დაესხა აქტივისტებსაც.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ
დ ა ა კ ა ვ ე თ გურამ ფალავანდიშვილი;

დაიცავით ადამიანების ჯანმრთელობა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება!“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.