Digest Logo

ლუკას, მამიკო, შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი - გამარჯვებულმა ბასილაშვილმა შვილს ქართულად მიმართა

1615662396
ბასილაშვილი

ქართველმა ჩოგბურთელმა ესპანელი მეტოქე დაამარცხა და დოჰას პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული გახდა.

მან ტურნირის მოგების შემდეგ შვილს ქართულად მიმართა.

 

„ლუკას, მამიკო მინდა რომ დაიმახსოვრო, შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, ძალიან მიყვარხარ და მენატრები“,- განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

აგრეთვე, ჩოგბურთელი ქართველ გულშემატკივარსაც უხდის მადლობას.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს გულშემატკივრებს, დიდი მადლობა გვერდით დგომისთვის“,- თქვა ბასილაშვილმა.