Digest Logo

„მარშუტკას“ დავიჭერდი კი არა, სადაც დავიჭერდი, იქ გავხევ ცემაში – ლევან სუხიტაშვილი

1622667098
ლევან სუხიტაშვილი.

ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ ექსპერტებმა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ავტოსაგზაო შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკაზე ისაუბრეს.

სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ხშირია შემთხვევა, რომ სამარშრუტო ტაქსის ნასვამი მძღოლი მართავს და მგზავრების უსაფრთხოებაზე არ ფიქრობს.

„მარშუტკას დავიჭერდი კი არა, სადაც დავიჭერდი იქ გავხევ ცემაში, ჩემი შვილი ზის იმ მანქანაში. დამინახავს ავტობანზე როგორ დადიან. მე გულწრფელად ვამბობდი, რომ დამრღვევი ვიყავი. პიროვნება ჯარიმით უნდა გადავაჩვიოთ,“- ამბობს ლევან სუხიტაშვილი.