ვარლამ ლიპარტელიანი ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში, ძიუდოს ტურნირზე (-100 კგ) იაპონელ აარონ ვულფს დაუპირისპირდა და ვაზარით დამარცხდა. ქართველი ფალავანი ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს ბრძოლას, მისი მეტოქე რუსი ნიაზ ილიასოვი იქნება.
ვარლამ ლიპარტელიანმა პირველ წრეში დაისვენა და ოლიმპიადაზე მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც ეგვიპტელ რამადან დარვიშს 3 გაფრთხილებით მოუგო, ხოლო მეოთხედფინალში კანადელი შადი ელნაჰასი ორი მოპოვებული ვაზარის შემდეგ იპონით დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მიმდინარე ოლიმპიადაზე 3 მედალი უკვე მოიპოვა. 66 და 73 კგ წონით კატეგორიებში ვერცხლის მედლებს ვაჟა მარგველაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი დაეუფლნენ, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა ოქრო დაისაკუთრა. სწორედ ეს სამი მედალია საქართველოს დელეგაციის ყულაბაში.
ასევე დაგაინტერესებთ👇
VIDEO: „მინდოდა დიდი მოჭიდავე გავმხდარიყავი“ - ნახეთ, რას ამბობდა ლაშა ბექაური 12 წლის წინ
VIDEO: „საამაყო კაცის საამაყო ნათლია ხარ" - როგორ გულშემატკივრობდა საკუთარ ნათლულს ზურაბ ზვიადაური