Digest Logo

მეორედ მოსვლამდე შეიძლება, რამდენიმე დღე დარჩა - ილია მეორე

1607890561
საქართველოს პატრიარქი

„მეორედ მოსვლა ახლოსაა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვემზადოთ მეორედ მოსვლისათვის,“ - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.

მისივე თქმით, შესაძლოა მეორედ მოსვლამდე რამდენიმე დღე იყოს დარჩენილი.

„დღეს არის ხსენება სხვა წმინდანებთან ერთად წმიდისა დავით წინასწარმეტყველისა, მეფისა. დავით წინასწარმეტყველი ასე ლოცულობს თავისთვის: „მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი“. სიმშვიდე არის ის პირობა, როდესაც სულიწმინდა გადმოდის ადამიანზე. სიმშვიდე აუცილებელია ჩვენთვის. ჩვენ გვაკლია სიმშვიდე, გვაკლია იმიტომ, რომ არეული ვართ თანამედროვე ცხოვრებაში. ძალიან ბევრს ვიღებთ ჩვენ თავზე, ძალიან დიდი იმედი გვაქვს იმ მეცნიერებისა, კულტურისა, თანამედროვე მიღწევებისა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთის ხელშია. აი, ეს სისწრაფე, რომელიც დღეს არის მსოფლიოში, მეცნიერებაში, კულტურაში, მშენებლობაში, ეს სისწრაფე მეტყველებს იმის შესახებ, რომ უფალი ახლოსაა ჩვენთან“, - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

წყარო: reitingi.dailyinfo.ge