Digest Logo

მოიზღვავეთ პლედები, ჩაი, წიგნები - როდემდე გასტანს წვიმები?

1605973115
ჩაი _ პლედი _ ღუნღულა ამინდები

კააარგი, ცოტა გავაბუქეთ.

წვიმები არც ისე დიდხანს არ გასტანს, თუმცა წიგნები, ჩაი და პლედები მაინც მოიმარაგეთ, რადგან სასეირნო ამინდების სეზონი დასრულდა. ახლა მხოლოდ ფანჯრიდან ხეების თვლა და ჩამოცვენილი ფოთლების თვალებით გაცილება შეგვრჩენია.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 ნოემბერს დღის ბოლოდან 24 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ნისლი და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 2-3-ბალიანი ღელვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.


აგრეთვე წაიკითხეთ

თავს მხნედ გრძნობს, პრეპარატი გადაუსხეს - ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცნობილია

საბოლოოდ, ჯორჯ კლუნმა აღიარა, რომ 14 მეგობარს 14 მლნ დოლარით სავსე ჩემოდნები აჩუქა