Digest Logo

მოქალაქეებს გრიპის ვაქცინის ნაცვლად, სავარაუდოდ, C ვიტამინი გაუკეთეს

1634729420
კლინიკა

თბილისში, გოგელიას კლინიკაში გრიპის ვაქცინით ასაცრელად მისულ მოქალაქეებს, სავარაუდოდ, C ვიტამინი გაუკეთეს. ამის შესახებ მოქალაქეების ინფორმაციას სოციალური ქსელით ავრცელებენ და ჯანდაცვის სამინისტროსგან რეაგირებას ითხოვენ. 

„მეგობრებო, ამ კლინიკაში არც გაბედოთ მისვლა ისედაც შეუჩერებენ საქმიანობას, ვაქსიგრიპზე (სეზონურ გრიპის ვაქცინით) აცრაზე ჩავწერე შვილი და დედა. დიდი ისტორიაა როგორ, მაგრამ მივაკვლიეთ რომ ვაქცინის მაგივრად ბავშვს და დედას გაუკეთეს ც ვიტამინი.

ავიღე ეჭვი, რადგან საბუთი და ყუთი არ მანახვეს და როცა ბავშვის აცრა გადავიფიქრე უცებ აუწიეს ხელი და დაარჭეს ნემსი, ჩავვარდი შოკში და ავტეხე ამბავი, მივყევი ბოლომდე, ჩავრთე მთელი თბილისი, ჩემი ქმარი შევარდა და აღიარეს რომ აცრეს ც ვიტამინით.

ფულის გაკეთების მიზნით ითაღლითეს ერთ ვაქცინაში 75 ლარი გადავიხადეთ. პატრული გვყავს გამოძახებული. აცრა გააკეთა თაღლითმა და ვითომ იმუნოლოგმა ვინმე გიორგი ჩანდლერმა, რომელმაც ჩემი ქმრის დაჟინებული მოთხოვნით აღიარა დანაშაული და გაიქცა უკანა კარიდან, ხალხი აცრა ც ვიტამინით“, - წერს მოქალაქე თათა დვალიშვილი „ფეისბუკში“.

ამ დროისთვის კლინიკაში სამართალდამცველები იმყოფებიან.

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს განცხადებით, გოგელიას კლინიკას აღნიშნულ მისამართზე არსებულ დაწესებულებაში იმუნიზაციის განხორციელების უფლება არ ჰქონდა და შესაბამისი სერტიფიკატი არ აქვს ექიმსაც, რომელმაც მოქალაქეებს ინიექცია გაუკეთა.