ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პროცესზე დასასწრებად მივიდა და განაცხადა, რომ პირადად უნდა ადევნოს თვალყური ისტორიულ პროცესს.
„ბოლო 25 წელია საქართველოს ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა გაშუქებული მაქვს. ისტორიული პროცესია, პირველად ქვეყნის პრეზიდენტს ასამართლებენ და ძალიან მინდა რომ პირადად ვნახო და შემდეგ მოვუთხრო მსმენელს. არ ვიცი რატომ არ უნდა მომცეს მოსამართლემ პროცესზე დასწრების საშუალება?! ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქე... აქვე ვიტყვი იმასაც დრომ დღეს ლექსო ლაშქარავას დაბადების დღეა და მოვა დრო, როდესაც გისოსები არ იქნება, საკმარისი იმდენი ადამიანი წავა ციხეში და იმ პროცესსაც გავაშუქებ ლექსოს გამო“, - განუცხადა „ტვ პირველს“ ინგა გრიგოლიამ .
ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵მოდუნდით, დღეს სიმშვიდისა და მედიტაციის დღეა - ცაგარელის რჩევა