Digest Logo

„მთავარმა არხმა“ ირაკლი ღარიბაშვილის ნაცვლად შავი ეკრანი აჩვენა

1626698994
მთავარი არხი

„მთავარმა არხმა“ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის პირდაპირი ეთერი რამდენიმე წუთით, საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლის დროს შეწყვიტა. ასე გამოხატა პროტესტი ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე, რა დროსაც პასუხისმგებლობას პრემიერ ღარიბაშვილს აკისრებენ. 

„ აქ უნდა ყოფილიყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა", - ეს წარწერა გაჩნდა "მთავარი არხის" ეთერში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის დროს.

ინფორმაციისთვის, ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ევროპული გზა მიმდინარეობს, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა იმართება.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდომირ ზელენსკი, მოლდივის პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი.

✅ასევე დაგაინტერესებთ:

პროკურატურამ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორის ლ.ბ-ს მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტზე ნ.გ.-ს ბრალდება წარუდგინა

VIDEO: „გაწიე მყრალი მიკროფონი"- აჭარის პოლიციის უფროსი TV პირველის ჟურნალისტს

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ცრუ მეწარმეობის და ტრანსნაციონალური ხასიათის განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა ოცი პირის მიმართ დაიწყო