Digest Logo

🎥 VIDEO: „გაწიე მყრალი მიკროფონი"- აჭარის პოლიციის უფროსი TV პირველის ჟურნალისტს

1626697545
გალდავა

აჭარის პოლიციის უფროსმა, ავთანდილ გალდავამ TV პირველის ჟურნალისტს აგრესიულად მიმართა და მის კითხვებს არ უპასუხა.

„გაწიე ეს მყრალი მიკროფონი, მიხედე საქმეს", - ასე მიმართა აჭარის პოლიციის უფროსმა, ავთანდილ გალდავამ, „ტვ პირველის" ჟურნალისტს, რომელსაც შეკითხვები უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლების საკითხზე ჰქონდა. გალდავას მტკიცებით, მას უკრაინელი მეზღვაურების დაკავებისა და გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია არ აქვს და არც ვალდებულია, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხოს.

„თქვენი დღის წესრიგით არ ვმუშაობ დღეს მე. არც თქვენი კორესპონდენტი ვარ ახლა, რომ კითხვებზე პასუხები გავცე. მერე მოგხედავ, ეგ არ არის შენი საქმე, მე სად ვჩანვარ, შენი დღის წესრიგით არ ვმოძრაობ მე", - ამბობს გალდავა.

✅ასევე დაგაინტერესებთ:

ახალციხეში არასრულწლოვანს გველმა უკბინა

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ცრუ მეწარმეობის და ტრანსნაციონალური ხასიათის განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა ოცი პირის მიმართ დაიწყო

„ვაი თქვენს პატრონს - სხვა რა უნდა ვთქვა, მართლა არ ვიცი"- ზაზა თელია